თიხა-შროშის სავიზიტო ბარათი



"ქართველი ხარ?-მოდი,

ან მეგზური სულაც,

მისცემია ლოდინს
შროშის შარის სურა"
/ხაბაზი ამირან/ 







                                                          სოფელი შროშა                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     განთქმულია თავისი თიხის ნაწარმით.საქართველოში არსებობს მეთუნეობის რამდენიმე უძველესი კერა, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი შროშაა.მეთუნეობის გამოცოცხლება და განვითარება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოიწვია ტურისტების რაოდენობის ზრდამ. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ თუ პირიქით მოძრავი ტურისტები,როგორც ქართველები,ასევე უცხოელები შროშის თიხის ნაკეთობებს ეტანებიან, ყიდულობენ ან კიდევ ფოტოებს უღებენ და ავრცელებენ.



"თიხის ხილი"




    ადრე მხოლოდ ერთ ადგილზე იყიდებოდა თიხა, დღესდღეობით კი ძალიან ბევრი სავაჭრო ადგილია

გახსნილი. პროდუქციაც მრავალფეროვანი გახდა თუ ადრე ძირითადად საღვინე ჭურჭელს ამზადებდნენ ფიალებს, დოქებს, ქვევრებს, ყანწებს, ჭინჭილებს და ქვევრებს ამზადებდნენ, ახლა კი ყველა სახის ჭურჭელს ნახავთ, სხვადასხვაგვარად მოხატულს, ასევე სუვენირებს. დახელოვნებულ შროშელ მეჭურჭლეს შეუძლია თიხად აქციოს ყველაფერი...



"თიხის ყვავილები"

თიხის ჭურჭელი

                                               
                                                                                                                                                                                                                                                                                                            თიხის ჭურჭლის დამზადება:
     სანამ თიხის ნაწარმი საბოლოო სახეს მიიღებდეს, ძალიან რთულ გზას გადის. სპეციალური მიწა თვითონ სოფლის ტერიტორიაზე მოიპოვება. მეჭურჭლეები ერთმანეთში ურევენ თირს და აყალოს, მისი დაზელვის შემდეგ შესაძლებელია ჩვენთვის სასურველი ფორმა მივცეთ თიხას. როდესაც ჭურჭელი ხმება, მას სპეციალურ ქურაში წვავენ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე 2-3 დღის განმავლობაში და თიხა მზა სახეს იძენს, ხოლო რომელი თიხაც ფერის შეცვლას საჭიროებს მას სპეციალურ საღებავებით ღებავენ.

















1 comment:

  1. უმორჩილესად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სასწრაფოდ თიხის ნაკეთობასთან დაკავშირებით viber-ით ან whatsappით

    გმადლობთ წინასწარ
    0041 79 5 117 117

    პატივისცემით
    ია არაბიძე

    ReplyDelete