Monday, November 11, 2013

შროშა

 "როგორც სამყაროს მარადისი        ყოფნის დასტური,                           იდგნენ დოქები შროშის  შარაზე და შემოერტყათ   წელზე  დოინჯი. "  
(თამარ ერისთავი)

                         






      საქართველოში იშვიათია სოფელი, რომელსაც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში იცნობენ. შროშა საქართველოში ასეთი მნიშვნელობის სოფელია. მას  ბევრი სიმდიდრე მოეპოვება, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთი მიწის არსებობაა, რომლისგანაც კერამიკული ნაწარმი მზადდება. თიხის ნაკეთობები არა მარტო საქართველოშია განთქმული, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

         
      სოფლის შესასვლელში დგას მემორიალი "იმერეთის ბარაქა". მასზე გამოსახულია დედა შვიდი შვილით, რომელიც იმერეთის სიუხვეს გამოხატავს და ამვე დროს შროშის სიმბოლოცაა.



სახელის წარმომავლობა:                                                                                                                                                                                                              სოფლის სახელის წარმომავლობა არ არის ცნობილი. თუმცა არსებობს რამდენიმე მოსაზრება. შროშაში არის ადვილად შრობადი მიწა და ადრე აქ იყო ბევრი შროშანი, ასევე არსებობს გამონათქვამებიც, რომლებიც ამ მოსაზრებებს უკავშირდება. ესენია: 

                                           "... ჩამოვიარე შროშასა
                                               ქალი იჭერდა შროშანსა."

                    " შროშა, შროშა
                      ნაწვიმარი შუადღემდე მოშრა"
       
      შესაძლებელია ეს სახელწოდება მოდიოდეს სპარსული სიტყვიდან, როგორც შორაპანი (სასაზღვრო ქალაქი) და ნიშნავდეს სამეფო ადგილს, სამეფო ქალაქს (შაჰრ შაჰ).
მდებარეობა:                                                                                                                                              სოფელი შროშა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი გაშენებულია თბილისიდან ქუთაისისკენ მიმავალი სამანქანო გზის ორივე მხარეს მდინარე ძირულასა და გეზრულას ხეობაში. ადმინისტრაციულად იგი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შედის და დაშორებულია 18 კმ.-ით.
     შროშა ვრცელ ტერიტორიაზე დასახლებული პოლიგენური სოფელია. არის სასოფლო საბჭო, რომელშიც გაერთიანებულია შროშაში შემავალი უბნები: ჭალა, მაჭარულა, ზვარი, შუა სოფელი, ქვედა შროშა, ზედა შროშა, საწაბლე, ამსაისი, ქანდარა. სოფლის ერთი უბანი მეორისგან დიდი მანძილით არის დაშორებული. საწაბლე და ამსაისი სოფლის უკიდურეს ადგილებად ითვლება.  შროშაში ცნობილია; მოდებაძეების, ღონღაძეების, სვანიძეების, ლაბაძეების, მახათაძეების, შველიძეების, ექსეულიძეების, თაბაგრების უბანი.                                        
       
შროშის სიმდიდრე:                                                                                                                  სოფელი მდიდარია ბუნებრივი საბადოებით.მაგალითად;აქ მოიპოვება მარმარილო,გრანიტი,თაბაშირი და ყველაზე დიდი რაოდენობით კი-თიხა.მდინარე გეზრულას ხეობაში არის სამკურნალო წყლები,აბანოები,რომლის სამკურნალო თვისებები თავიანთ თავზე გამოუცდიათ ადამიანებს.კარგი იქნება თუ ექსპერტებიც შეამოწმებენ. შროშაში მეფის რუსეთის დროს ოქროსაც მოიპოვებდნენ თურმე მცირე ოდენობით.

  ისტორია                                                                                                                                    ისტორიიდან სოფელს შემორჩა ორი ეკლესიის ნანგრევი:
Add caption

     ერთი არის XIV საუკუნის მაცხოვრის სახელობის, მისი ამგები უცნობია. ეკლესიასთან მდებარე სამრეკლო XXს. 30-იან წლებში კომუნისტებმა დაშალეს და მისი კრამიტით გამგეობის შენობა გადახურეს.  ზარი კი ომში გაგზავნეს.





                                           
   მეორე- ქედის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია კი X-XII საუკუნეებს ეკუთვნის, რომლის დანგრევის შემდეგ XVIს-ში აუგიათ ახალი ეკლესია და ხატები იქ გადაუტანიათ. დღესაც არის აქ შემორჩენილი უძველესი ხატები, ასევე სასულიერო ხასიათის წიგნები, ნუსხურით დაწერილი.                                                          



დანგრეული ეკლესიის მახლობლად მოგვიანებით აიგო ქედის წმინდა გიორგის სახელობის ახალი ეკლესია.

ქედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია


ეკლესიაში დღემდე  არის  შემორჩენილი უძველესი ხატები, ასევე სასულიერო ხასიათის წიგნები.






ელიას ქვა:                                                                                                                              შროშაში,ქედის უბანში არის კიდევ ერთი უცნაური სალოცავი-ელიას ქვა. ეს ქვა წარმართობის დროინდელია,სახელი ელიადან-წვიმის ღმერთიდან მოდის.სალოცავი ქრისტიანობასიც მიღებული ყოფილა და ბოლო დრომდე მოდიოდნენ აქ  ადამიანები ბავშვებით გვალვის დროს,ქვას წყალ-ღვინით რეცხავდნენ,პირჯვარს იწერდნენ და ღმერთს წვიმის მოსვლას ევედრებოდნენ.როგორც გადმოცემით ყვებიან,ერთი ქალის ლოცვის შემდეგ მოსულა კოკისპირული წვიმა და გზაში სულ დაუსველებია.ბოლო რამდენიმე წელია,ეს რიტუალი აღარავის ჩაუტარებია.სოფლის ერთ მაცხოვრებელს ელიას ქვა სახლის ასაშენებლად გამოუყენებია,მაგრამ სიზმარი უნახავს და მას შემდეგ ეს ქვა ამ ადგილას დაუდგამს.



ელიას ქვა რომ ქრისტიანობაშიც მიღებულია, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი,რომ აღდგომიდან მეშვიდე ორშაბათს აქ იკრიბებიან სოფლელები და ელიაობას აღნიშნავენ,იგივე კოხინჯრობას,ხოლო ქრისტიანულად კი- სამებობას.

სოფლის პრობლემები:  
    სოფელი შროშა გაშნებულია სამანქანო გზის ორივე მხარეს. გზად მიმავალი მანქანებიდან  ადამიანები ნაგავს ყრიან და არ უფრთხილდებიან გარემოს. ერთხელ მოვაწყვეთ კიდეც გასუფთავების აქცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიეზე, მაგრამ საუკეთესო გამოსავალი ჯარიმის გამკაცრებაა. ეკოლოგიურ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის, რომ ხე-ტყე იჩეხება...
    სოფელი მთაგორიანია და ამის გამო გზები დაზიანებულია, რაც შეკეთებას საჭიროებს.
მას შემდეგ რაც სკოლის ავტობუსი დაინიშნა, მოსწავლეებს აღარ უწევთ ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა.
    ექსეულიძეების უბანში 18 წელია რაც დენი არ არის, რაც სადენების უკმარისობით არის გამოწვეული.
    მდინარე გეზრულას ხეობაში მოიპოვება გრანიტის ერთ-ერთი სახეობა. გაზაფხულზე შპს "ჩოლაბურმა" დიდი ტრაქტორით დაიწყო ამოღების საშუალებები, რაც საფრთხეს უქმნიდა საცხოვრებელ სახლებს და სამანქანო გზებს. საბედნიეროდ, ეს სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგრამ არსებობს საფრთხეები ამის გაგრძელების.
    ძირითადად მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა დამოკიდებულია თიხის დამუშავებასა და გაყიდვაზე... თუმცა დიდი ნაწილი მაინც უმუშევარია...
  სოფლის მომავალი პერსპექტივა მაინც თიხის წარმოების გაფართოებასთან არის დაკავშირებული.











2 comments:

  1. ჯგუფის წევრები: ხატია მოდებაძე,სოფო ლაბაძე,ანა აბესაძე

    ReplyDelete
  2. Titanium Diameter | Tinted - Titanium Swords
    Titanium Diameter is a nier titanium alloy measurement device. titanium road bike It is one of the easiest suppliers of metal and most used ford fusion titanium intuitive weapons in all modern battlefield swords nano titanium flat iron and axes.

    ReplyDelete